ისრაელში მოქალაქეებს მეოთხე დოზით აცრისთვის ამზადებენ

15

ისრაელში მოსახლეობას COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით ასაცრელად ამზადებენ. ინფორმაციას „ბიზნეს ინსაიდერი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამედიცინო ცენტრ ZIV-ის დირექტორის სალმან ზარკას თქმით, „იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი, ჯერჯერობით, ქვეყანაშია და კვლავ იქნება, მოსახლეობა მეოთხე ინექციისთვის უნდა მოემზადოს“.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ისრაელის მოსახლეობა ვაქცინის მეოთხე დოზის მიღებას. საგულისხმოა ისიც, რომ ქვეყანა დიდი ხანია, საკუთარ მოქალაქეებს COVID 19 ვირუსის გამაძლიერებელი, ე.წ. „ბუსტერ“ დოზებით ცრის, რაც ვაქცინის მესამე დოზად ითვლება.

გასულ კვირას, ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა 12 წელზე ზემოთ მოქალაქეების ე.წ. „ბუსტერ“ დოზებით აცრის შესაძლებლობის შესახებ საუბრისას თქვა, რომ “ბუსტერის მიღება შესაძლებელია სრული აცრიდან მინიმუმ 5 თვის შემდეგ”.

სალმან ზარკას თქმითვე, მოქალაქეების მეოთხე დოზით აცრა სწრაფად გავრცელებადი „დელტა“ შტამის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალება იქნება.

Comments
Loading...