ირანული რიალის კურსი დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

83

ირანული რიალის კურსი დოლართან, არაოფიციალურ ბაზარზე რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა და დოლარზე 128 000 რიალს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Bonbast ავრცელებს, რომელიც ირანული ვალუტის არაოფიციალურ კურსს ადევნებს თვალს.

თუ წლის დასაწყისში დოლარის ყიდვა და გაყიდვა 43 000 რიალზე ნაკლებად იყო შესაძლებელი, 3 სექტემბერს გაყიდვების კურსმა 129 000 რიალს მიაღწია, ხოლო ყიდვის – 127 700 რიალს დოლარზე. ამგვარად, წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რიალი დოლართან მიმართებაში სამჯერ გაუფასურდა.

ირანში დოლართან მიმართებაში რიალის კურსის მკვეთრი ვარდნის პროვოცირება, ბოლო დროს დოლარზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია, წერს The Wall Street Journal. ირანელები ცდილობენ შეინარჩუნონ დანაზოგი ეკონომიკური პრობლემებისა და ამერიკული სანქციების ფონზე, ამიტომ ქვეყანაში შავი სავალუტო ბაზარი ყვავის.

მაისში აშშ-მა ირანის ბირთვული პროგრამის საერთაშორისო შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, ხოლო აგვისტოში თეთრმა სახლმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები განახორციელა.

Comments
Loading...