ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი დანიშნა

6

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი დანიშნა. თავისი ახალი მრჩეველი მედიას საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.

ამ თანამდებობაზე ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა.

“მოგეხსენებათ კორონავირუსის ვითარებაში ეკონომიკის განვითარების ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგება მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი”, – თქვა პრემიერმა.

Comments
Loading...