ირაკლი ღარიბაშვილი: ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება

3

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ გაზარდა პენსიები. როცა მოვედით 110 ლარი იყო, თუ არ ვცდები, გაისად იქნება 300 ლარი, უკვე 270 ლარია. მთის კანონი მივიღეთ და ამ კანონმაც ბევრად შეუწყო ხელი გაჭირვებულ მოსახლეობას.

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მე ვფიქრობ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. ასევე შევქმენით საპენსიო სააგენტო. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დაარეგულირებს ვითარებას და ჩვენს მოხუცებულებს, პენსიონერებს ექნებათ ღირსეული და ნორმალური, ადამიანური პენსია. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ გაუგებარი, ტყუილი ცნობების კითხვა, ამის გაანალიზება და ქაოსი კი არ უნდა იყოს, არამედ მთავარი გამოწვევის დაძლევაზე ფიქრი, მუშაობა და კონცენტრაცია უნდა იყოს. უმუშევრობა, სიღარიბე, სამუშაო ადგილები, ამაზე ვარ გადართული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...