ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს.

20

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე, აღნიშნული უწყების მინისტრად წარადგინა.

ირაკლი ქარსელაძე მაია ცქიტიშვილს შეცვლის.

2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.

მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

Comments
Loading...