ირაკლი კოვზანაძე: “თიბისი ბანკს” სჭირდება მოფრთხილება, ეს არის ამოსავალი წერტილი

83

“საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოსმენა მიმდინარეობდა, ყველას მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი კითხვები დაესვა და პასუხები მოესმინა,” – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

“კომიტეტის სხდომა ეს არ არის სასამართლო და მისი მიზანი არ არის, გავარკვიოთ ვინ არის მტყუანი და ვინ – მართალი… ბატონებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ განცდა, რომ პარლამენტში არ ექნებოდათ შესაძლებლობა, მათთვის მოესმინათ, ჩვენ ეს შესაძლებლობა გავხსენით”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ამავე დროს კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ “თიბისი ბანკი” საქართველოსა და მთელ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ბანკია, შესაბამისად, მას მოფრთხილება სჭირდება.

“თიბისი ბანკი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საქართველოს საფინანსო სისტემის. ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელსაც ბანკში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, მთავარია, რომ “თიბისი ბანკს” სჭირდება მოფრთხილება. ეს არის ამოსავალი წერტილი.

თუმცა, მინდა აქვე დავაფიქსირო, რომ ჩემთვის “თიბისი ბანკისა” და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი განცხადება მეტყველებს ყველაფერზე: ბანკის აქციონერებმა შეწყვიტეს სამართლებრივი დავა, გადაიხდიან ჯარიმას, დამოუკიდებელი დირექტორები შევლენ სამეთვალყურეო საბჭოში. რაც წინაპირობაა, რომ განვითარდეს ბანკი, განვითარდეს მისი კორპორაციული მართვა”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

Comments
Loading...