ირაკლი კობახიძე დღეს სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

7

ამერიკის შეერთებულ შტატებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი იწყება.

დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება. პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 აპრილამდე გაგრძელდება. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ამერიკული Think Tank- ების ხელმძღვანელებთან.

Comments
Loading...