ირაკლი ერაძე: თუ გვინდა ე.წ. საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, სიცოცხლის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს

8

ამის შესახებ ირაკლი ერაძე ფეისბუქზე წერს.

“რომ ვიცოდეთ, საბანკო სესხის პროცენტული განაკვეთი სხვა არაფერია თუ არა რისკების შეფასების შედეგად მიღებული კონკრეტული რიცხვი (ან ციფრი, I wish…). ბანკის მიერ მოგების მარჟის განსაზღვრაც სრულად ამ რისკების შეფასებაზეა დამოკიდებული ფაქტიურად.

ერთ-ერთი რისკი მსესხებლის ასაკია, რაც მეტად მოხუცები ვართ უფრო მეტი შანსია გარდაცვალების. ამ რისკს ბანკთან სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ და მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში ისინი არიან ვალდებულნი ბანკს სესხის დარჩენილი ნაწილი აუნაზღაურონ. ანუ ბანკი სესხის გაცემისას სიცოცხლის რისკის ასახვას საპროცენტო განაკვეთში აღარ ახდენს და მსესხებელისთვის ეს შედარებით იაფ განაკვეთს ნიშნავს.

რა ხდება პენსიონერების შემთხვევაში? 65 წელს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის რისკის დაზღვევას სადაზღვევო კომპანიები არ ანხორციელებენ. იმიტომ კიარა რომ ცუდები არიან, არა, უბრალოდ ამ ასაკობრივი ჯგუფის მსგავსი სადაზღვევო პაკეტი იმდენად ძვირი ღირს (რისკი დიდია გარდაცვალების და ამიტომ) რომ ყველანაირ აზრსმოკლებულია თავად მსესხებლისთვის ფინანსურად. შესაბამისად სესხის გამცემი ბანკი უბრალოდ იძულებულია რომ დაუზღვეველი რისკი მის საპროცენტო განაკვეთში ასახოს, რაც საპროცენტო განაკვეთს ზრდის და შესაბამისად პენსიონერებისთვის არაუზრუნველყოფილი და დაუზღვეველი სესხი 30.6%-ია. ესაა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ესეთი განაკვეთის და არა ის რასაც პოპულისტი პოლიტიკოსები გვაჯერებენ, რომ ბანკები არაადამიანები არიან და ამიტომ არ აქვთ “ადამიანური პროცენტი” სესხებზე…

არ ვიცი რამდენად ესადაგება ის იდეა ჩემს მემარჯვენე შეხედულებებს მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ამ კომპონენტის მოგვარებას სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს კიდევ შესაძლებელია რამოდენიმე პროცენტული პუნქტით განაკვეთის ბუნებრივად შემცირება. რეალურად ეს ხომ პენსია არაა, ის სოციალური დახმარებაა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა მათი უზრუნველყოფა. რატომ იქნება ცუდი, ან არამემარჯვენე იდეა თუ ვიტყვი რომ სახელმწიფო პენსიის მიმღები მოქალაქეების სიცოცხლის დაზღვევა სახელმწიფომ მოახდინოს?”, – წერს ირაკლი ერაძე.

Comments
Loading...