იპოთეკური სესხები 85%-ით გაიზარდა

4

„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში 2019 წელთან შედარებით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხები 85%-ით გაიზარდა, ბინების გაყიდვები კი 9%-ით შემცირდა.

1-19 ოქტომბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ 85% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები 2019 წლის დონეს 9%- ით ჩამორჩება.

Comments
Loading...