ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, გზის საფარის მოწყობა სხვა მისამართებთან ერთად, იოსელიანის ქუჩაზეც მიმდინარეობს, სადაც გრუნტის გზაა.
ამ ქუჩაზე ასფალტის საფარი პირველად დაიგება. მოწესრიგდება 1595 კვ. მ ფართობის გზა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 98 896 ლარია გამოყოფილი. ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.