იოსელიანისა და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩებზე გზის მოწესრიგება დაიწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წმინდა მოწამე ვასილისკოს და იოსელიანის ქუჩებზე გზის მოწყობის სამუშაოებიდაიწყო.

8

აღნიშნულ ქუჩებზე დაზიანებული გზის გამო გადაადგილება პრობლემურია. სამუშაოების შედეგად, 12 000 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე მოეწყობა გზის საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგება. ადგილობრივ მოსახლეობას დღეს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

Comments
Loading...