ინტერნეტ მაღაზია be.ge სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკის დიდ არჩევანს გთავაზობთ

379

ინტერნეტ მაღაზია be.ge  ქართული კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებელს 25 ათასამდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტს სთავაზობს. პროდუქციის არჩევანი მრთლაც მრავალფეროვანია: სახლის ტექნიკა, კომპიუტერები, ფოტო-ვიდეო ტექნიკა, კონდიციონერები, მობილურები, დასვენებისა და სპორტული ინვენტარი, ჭურჭელი, თავის მოვლის საშუალებები და სხვა. რაც მთავარია, be.ge აკმაყოფილებს აბსოლუტურად ყველა სტანდარტს – პროდუქციის ფასით, ხარისხით და  მომსახურების დონით.

ონლაინ მაღაზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს. საგარანტიო მომსახურება ავტორიზირებული სერვის ცენტრებით, უზრუნველყოფილია მომხმარებლის მიერ წარდგენილი საგარანტიო ტალონის საფუძველზე, რომელიც არ უნდა იყოს დაზიანებული და აუცილებელად უნდა შეიცავდეს გაყიდვის თარიღსა და ონლაინ მაღაზიის ბეჭედს;

თბილისის მასშტაბით პროდუქტის მიწოდება უფასოა. მომხმარებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევს გადახდა, როცა მაღალ სართულზე მსვილგაბარიტიანი საქონლის ლიფტით ატანა ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში თუ მაღალ სართულზე ცხოვრობთ, ლიფტი მწყობრშია და თქვენს მიერ შეძენილი ნივთი მასში დაუზიანებლად თავსდება, მაშინ კურიერები ნებისმიერ სართულზე უფასოდ აიტანენ პროდუქტს;

კორპორატიული მომხმარებლებისთვის 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე სპეციალური ფასდაკლება ვრცელდება. ამ ეტაპზე ინტერნეტ მაღაზია Be.ge 1000-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება.

ონლაინ მაღაზიაში მოქმედებს გადახდის მარტივი და მრავალფეროვანი მეთოდები – თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაღდი ანგარიშსწორებით, გადარიცხვით ან ბარათის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განვადების გაფორმება გირჩევნიათ, შეგიძლიათ მოქნილი და მოსახერხებელი განვადების სისტემით სარგებლობა: სახლიდან გაუსვლელად თქვენ სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო ტექნიკის არა მხოლოდ შეკვეთასა და შეძენას, არამედ ონლაინ განვადებით სარგებლობასაც შეძლებთ. ამჟამად, BE.GE საქართველოს ოთხ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ჩვენი პარტნიორები არიან: ბანკი “რესპუბლიკა”, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და TBC ბანკი. გარდა ამისა, ონლაინ განვადებით სარგებლობა უკვე ორგანიზაცია CrediTech-შიც შეგიძლიათ.

Comments
Loading...