ინსულტის პრევენციის უახლეს მეთოდებზე ნევროლოგიური კონფერენცია გაიმართება

380

დღეს 19 დეკემბერს, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ევროპიდან მოწვეულმა ქართველმა ექიმმა ბესო კვიცარიძემ ევექსის ნევროლოგებისა და ანგიოქირურგების გუნდთან ერთად გამართა კონფერენცია თემაზე – ინსულტის პრევენციის პროგრამა სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში. ამის შესახებ ინფორმაციას "ევექსი" ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციაზე განხილული იქნება ახალი სამედიცინო სერვისი, რომელიც უახლოეს პერიოდში ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში დაინერგება და საძილე არტერიების კვლევას და საძილე არტერიებზე მაღალტექნოლოგიური ოპერაციების ჩატარებას გულისხმობს.

ევროპაში მოღვაწე ქართველი ქირურგი ბესო კვიცარიძე სათავეში ჩაუდგება ევექსის ქსელის მასშტაბით ანგიოქირურგიის განვითარებას და   სისხლძარღვებზე ღია და ენდოვასკულარული მიდგომით ოპერაციებს ჩაატარებს.

Comments
Loading...