ინოვაციების სააგენტომ სამეგრელო ზემო-სვანეთის 10 მუნიციპალიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

415

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში, სამეგრელო ზემო-სვანეთის 10 მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გააფორმა: აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის.

Comments
Loading...