ინდოეთი კრიპტოვალუტების ლეგალიზაციას აპირებს

30

ინდოეთის ხელისუფლება ქვეყანაში კრიპტოვალუტის ლეგალიზაციას აპირებს, თუმცა ციფრული ფულის ბაზარზე მკაცრ წესებს დაამკვიდრებს.

გამოცემა New Indian Express-ის ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლების კომიტეტს ბლოკჩეინ-ინდუსტრიის შესწავლის საკითხებში, ციფრული ფულის სრულად ლეგალიზების იდეა არ მოსწონს.

შესაბამისი ანგარიში ქვეყნის ფინანსთა სამინისტროსთვის 2019 წლის თებერვალში იქნება მზად. აქამდე კომიტეტის წარმომადგენლები, ქვეყნის ტერიტორიაზე პრივატული ვალუტის გამოყენების აკრძალვის მიზნით, ახალი ბაზისშექმნას ითხოვდნენ.

გაზაფხულზე, ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა, კონტროლირებად ფინანსურ ინსტიტუტებს აუკრძალა ისეთ კომპანიებთან მუშაობა, რომლებიც დაკავშირებულია ციფრულ ფულთან. ამ ქმედებამ კი ის წამოიწვია, რომ ბანკებმა უარი თქვეს ადგილობრივ კრიპტობირჟებთან თანამშრომლობაზე, რის გამოც რამდენიმე პლატფორმას დახურვა მოუხდა.

Comments
Loading...