იმ ადამიანების 1/3-ს, რომლებმაც კოვიდ-19 უსიმპტომოდ და მსუბუქად გადაიტანეს, სიმპტომები ისევ აწუხებთ

8

იმ ადამიანთა დაახლოებით 30%-ს, ვისაც მსუბუქი COVID-19 ჰქონდა, მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მაინც განიცდის მთელ რიგ სიმპტომებს. ამის შესახებ CNN-ი ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

“იმ ადამიანთა საკვლევ ჯგუფში, რომელთაც ჰქონდათ COVID-19, რომელთა მდგომარეობასაც 9 თვის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს, დაახლოებით 30% აღნიშნავს მუდმივი სიმპტომების შესახებ,” – წერენ კვლევის ავტორები. ისინი აკვირდებოდნენ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს შეერთებულ შტატებში.

მაგალითად, რესპონდენტთა 14%, რომლებიც კვლავ გრძნობენ სიმპტომებს, უჩივიან დაღლილობას, და იმავე რაოდენობამ თქვა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, ისინი კვლავ არ გრძნობენ სუნს და გემოს. ზოგიერთმა რესპონდენტმა (2%) აღნიშნა ცნობიერების პერიოდული დაბინდვის შესახებ.

კვლევის დროს ექსპერტებმა შეისწავლეს 177 ადამიანის მონაცემები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ მცირე სიმპტომები დაავადების დროს და არ გადაუყვანიათ ჰოსპიტალში.

Comments
Loading...