ილონ მასკმა “ტესლას” აქტივებში არსებული ბიტკოინების 10% გაყიდა

7

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მან გაყიდა კომპანიის აქტივებში არსებული ბიტკოინების ათი პროცენტი, რათა მათი, როგორც გადახდის საშუალების საიმედოობის დემონსტრირება მოახდინოს, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კომპანიის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის დასაწყისში ნაყიდი მილიარდ დოლარზე მეტი ბიტკოინის გაყიდვამ ტესლას 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

მილიარდერმა განმარტა, რომ მას საკუთარი ბიტკოინები არ გაუყიდია და ამ ოპერაციის გამოყენებით კომპანიამ შეამოწმა ბიტკოინების ლიკვიდობა, იქნებოდა თუ არა ეს ბალანსზე თანხების შენახვის ალტერნატივა.

Comments
Loading...