ილონ მასკი $11 მილიარდის გადასახადებს გადაიხდის

11

SpaceX-ის და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აცხადებს, რომ ის მზად არის, დაახლოებით 11 მილიარდი აშშ დოლარი გადასახადებზე დახარჯოს. ამის შესახებ ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა.

მასკმა აქციების აქტიური გაყიდვა ცოტა ხნის წინ გადასახადების გადასახდელად დაიწყო. მილიარდერმა ცოტა ხნის წინ Tesla-ს 934,091 აქცია გაყიდა, რომელთა ღირებულებმაც 906.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემამ Financial Times მილიარდერი და კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი “წლის ადამიანად დაასახელა”.

მანამდე ჟურნალმა Time Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი “წლის ადამიანად” დაასახელა.

Comments
Loading...