ილონ მასკი უარყოფს, რომ 12 აპრილის ავარია ავტოპილოტის გაუმართაობამ გამოიწვია

6

12 აპრილს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა ამერიკის შეერთებული შტატების ორი ფედერალური სააგენტო იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის Tesla Model S-ის ავტოპილოტი მწყობრიდან გამოვიდა, მანქანა მოსახვევიდან გადავარდა, ხეს დაეტაკა და აალდა.

თუმცა, ამ ინფორმაციას არ ეთანხმება კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი. როგორც ტვიტერზე მისი კომენტარიდან ვიგებთ, მანქანიდან ამოღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ავტოპილოტი გააქტიურებული არ იყო, მეტიც ამ კონკრეტულ მანქანას სრული ავტონომიური მართვის რეჟიმი შეძენილი არც ქონდა.

ადგილობრივ ძალოვნებს სჯერათ, რომ ავარია სწორედ ავტოპილოტის გაუმართაობამ გამოიწვია, რადგან მანქანაში მძღოლის მხარეს არავინ იჯდა. ერთი მგზავრი მძღოლის გვერდით, მეორე კი უკანა სავარძელზე იყო.

თუმცა, აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ Tesla-ს ავტოპილოტი გარკვეულ წესებს ექვემდებარება და სვლას ავტომატურად წყვეტს თუ მაგალითად მძღოლის სავარძლის დამცავი ღვედი გაიხსნება. თუ ის ვინმემ სპეციალურად არ მოატყუა მანქანა ამ შემთხვევაშიც გაჩერდებოდა.

Comments
Loading...