ილონ მასკი ლუდის წარმოებას იწყებს

2

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გერმანიაში, Gigafactory Berlin-Brandenburg-ში განაცხადა, რომ ლუდის წარმოებას იწყებს.

ლუდის სახელწოდებაა GigaBier. ბოთლის დიზაინში კი Cybertruck-ის ინტერფეისის მონახაზს გამოიყენებენ.

Tesla-მ აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნის ოფისში (USPTO) განაცხადი სექტემბერში შეიტანა, რათა  Cyberquad სასაქონლო ნიშანი თამაშების, სათამაშოების, სპორტული საქონლისა და ტანსაცმლის კატეგორიების სხვადასხვა პროდუქტებისთვის დაარეგისტრიროს.

Comments
Loading...