ილონ მასკის ქონება, ერთ კვირაში 1,7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა

21

ბიზნესმენ ილონ მასკის ქონება, ერთ კვირაში 1,7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 32 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

ეს ავტოკონცერნ Tesla-ს კოტირებების ზრდის ხარჯზე მოხდა. 23 იანვარს, კომპანიის კოტირებები 16%-ით გაიზარდა.

შედეგად, Tesla-ს კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა 100 მილიარდ აშშ დოლარს და დღევანდელი მდგომარეობით იგი 101,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლების მიხედვით, კომპანიამ გაუსწრო Ford და GM-ს, რასაც Forbes-ი წარმოუდგენელ მიღწევას უწოდებს. Tesla-მ გასულ წელს დაახლოებით 367 ათასი ავტომობილი გამოუშვა, ხოლო Ford და GM-მა 2,4 და 2,9 მილიონი.

თუკი Tesla 100 მილიარდ აშშ დოლარიან ნიშნულს რამდენიმე თვის განმავლობაში შეინარჩუნებს, ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პრემია მიიღოს, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 2018 წლის მარტში, კომპანიის აქციონერებმა, მეწარმის ანაზღაურება ავტომობილების საწარმოს ფინანსურ მაჩვენებლებს მიაბეს – საუბარია 12 ტრანშზე 10 წლის განმავლობაში. იმისათვის, რომ ყველა ტრანში მიიღოს, მასკმა კომპანიის საბაზრო ღირებულება 650 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა გაზარდოს. Bloomberg-ი წერდა, რომ კომპენსაციის მაქსიმალურმა რაოდენობამ შესაძლოა 50 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს.

Comments
Loading...