ილია ელოშვილი: თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავალთ!

225

თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით კომპრომისზე ვერ წავალთ, დოკუმენტი უნდა იყოს სრულყოფილი, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ მივუთითეთ ჩვენს ხედვებზე, რომ დოკუმენტი არ იყო სრულყოფილი. ძირითადი პრობლემები იყო როგორც ტრანსპორტის კუთხით, ასევე ზონირების, ეფექტიანობის და ხეირიანობის კუთხით. დღეს გამოქვეყნდება დოკუმენტაცია. ჩვენ ვთხოვეთ, რომ კიდევ ერთხელ და უკანასკნელად დაესახელებინათ გონივრული ვადა იმისთვის, რომ დოკუმენტი მოიყვანონ შესაბამისობაში. "სითი ინსტიტუტმა" მოითხოვა 45 დღიანი ვადა და ამაზე გაფორმდა ხელშეკრულება. ამ პერიოდში მათ უნდა მოგვაწოდონ სრულყოფილი დოკუმენტი. ნებისმიერ შემთხვევაში გენგეგმა ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება ვიმუშაოთ.

ჩვენ კომპრომისებზე არ წავალთ, გვინდა კომპრომისული დოკუმენტი და თუკი ასეთს ვერ მივიღებთ, მაშინ ჩვენ ჩავრთავთ საერთაშორისო გამოცდილების კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ საბოლოო ჯამში შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივიღებთ იმ გენგეგმას, რომელიც სჭირდება ქალაქს. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, იმედი გვაქვს და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ამ გეგმის მოდიფიცირება შეძლონ", – განაცხადა ელოშვილმა.

Comments
Loading...