ივნის-ივლისში სავარაუდოდ ნახევარი მლნ დოზა “სინოფარმი” შემოვა

13

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ივნის-ივლისში საქართველოში კიდევ ნახევარი მილიონი დოზა “სინოფარმის” ვაქცინა შემოვა.

გამყრელიძემ საკითხზე “რუსთავი 2”- ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდეა მისული.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და თითქმის ბოლომდეა მისული. დიდი ალბათობით, ნახევარი მლნ დოზა “სინოფარმის” ვაქცინა ივნის-ივლისში, ორ პარტიად უნდა შემოვიდეს ქვეყანაში. გარდა ამისა, წითელმა ჯვარმა “სინოფარმის” 100 ათასი დოზა გვაჩუქა და ვფიქრობთ, ის მაისში უნდა შემოვიდეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, მეორე ჩინური ვაქცინა “სინოვაკის” ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება.

Comments
Loading...