ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 1.9%-ით გაიზარდა

322

2017 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15  – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.6 მლრდ ლარით, ანუ 1.9%-ით გაიზარდა და 30.3  მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2%-ია.

Comments
Loading...