ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 245.9 მლნ ლარით გაიზარდა

97

2018 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 245.9 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა და 20.3 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2017 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 20.5 პროცენტით არის გაზრდილი.

სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდამ (391.4 მლნ ლარით), ხოლო ლარით გამოსახული უცხოური დოლარის დეპოზიტები 145.6 მლნ ლარით შემცირდა.

Comments
Loading...