ივნისში საქართველოში 4 883 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

7

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა ივნისის თვეში 4 883-ს შეადგენს.

ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 13.3 პროცენტია.

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა.

Comments
Loading...