ივნისში საქართველოს მოქალაქეებმა პლასტიკური ბარათებით უცხოეთში რეკორდული თანხა დახარჯეს

461

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე ივნისში 112 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ის 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ვიზიტორების მიერ საბანკო ბარათებით დახარჯულ თანხას, მან ივნისში 165 მილიონი ლარი შეადგინა.

Comments
Loading...