ივნისში, ლარში გაცემული სესხები 286.9 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 140.4 მლნ ლარით გაიზარდა

104

2018 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 286.9 მლნ ლარით (2.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 140.4 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.7 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 7.1 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2018 წლის ივნისის განმავლობაში 1.2 პროცენტით ანუ 144.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 12.5 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.32 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.41 პროცენტული პუნქტით.

Comments
Loading...