ივნისში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 1.1%-ით გაიზარდა

347

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2017 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 211.9 მლნ ლარით (1.1%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 18.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 255.5 მლნ ლარით (3.4%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.5 მლნ ლარით (0.39%-ით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით – 6.1 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2017 წლის ივნისის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 184.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 9.7 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.01% შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.70 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

Comments
Loading...