ივნისში არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა

365

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ, 2017 წლის პირველი ივნისისათვის, 16.4 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 173.4 მილიონი ლარით, ანუ 1.1%-ით მეტია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 49.7 მილიონი ლარით, ანუ 0.6%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 123.6 მილიონი ლარით, ანუ 1.7%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 31.42% შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.9% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.6%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 3.2%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 86.0%, ხოლო ევროს წილმა 11.4% შეადგინა.

Comments
Loading...