ივლისში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2.8%-ით გაიზარდა

356

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი ივლისისათვის 16.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 463.8 მლნ ლარით ანუ 2.8%-ით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 2.3 მლნ ლარით ანუ 0.03%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 461.4 მლნ ლარით, ანუ 6.3%-ით.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 32.46% შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.86 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.7% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.3%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  3.7%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.1%, ხოლო ევროს წილმა 11.7% შეადგინა.

Comments
Loading...