ივლისში კომერციული ბანკების მოგება, 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 6 მილიონი ლარით გაიზარდა

81

ივლისში კომერციული ბანკების საერთო მოგებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, 6 მილიონი ლარით მეტია, ხოლო 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებელთან შედარებით მოგება თითქმის 24%-ით არის შემცირებული.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სულ გასულ თვეში, საბანკო ბაზარზე მოქმედმა 16-მა ბანკმა 339 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამ თანხის 72%-ს გაცემული სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი შეადგენს.

8 მილიონ ლარამდე შემოსავალი ბანკებმა მომხმარებლებისთვის დარიცხული ჯარიმებისა და საურავების სახით მიიღეს, კომერციულ ბანკებში გასულ თვეში 272 მილიონი ლარის ხარჯი ჰქონდათ, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, 36 მილიონი ლარით მეტია.

Comments
Loading...