ივანიშვილი: მთავრობა უნდა ლობირებდეს ყველა ბიზნესმენს, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ

44

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯომარე ბიძინა ივანიშვილმა 4 ტელეკომპანიის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“უნდა ლობირებდეს ყველა ბიზნესმენს, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ და ლობირება, რომელიც კორუფციასთან ახლოს არ მიდის და ეს ზღვარი ხშირად, მკვეთრად დადგენილი არაა.

გარწმუნებთ, რომ ვისაც ჩემთან მოესვლება, ყველა ბიზნესმენს ვეხმარები და მათ რიცხვში, ოქუაშვილს შეიძლება ყველაზე მეტი დავეხმარე. აი, რასაც ვაკეთებდი ოღონდაც, მან ეს ამ ფორმით არ მიიღო და სხვა მიმართულებით განვითარდა ყიფიანთან ერთად, როდესაც, თამბაქოს მრეწველობას პრაქტიკულად მათ ვჩუქნიდი მე, იმ 10 მილიონ დოლარსაც, რაც მათ ბიზნესს გაამყარებდა და ა.შ.”, – აღნიშნავს ივანიშვილი.

Comments
Loading...