ივანიშვილი: ერთადერთი ჩემი სტრუქტურა იყო, რომელმაც შექმნა ეკონომიკური პრეცენდენტი რუსეთში

48

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯომარე ბიძინა ივანიშვილმა 4 ტელეკომპანიის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“როდესაც შემთხვევით ჩემი კომპანიის ყველაზე ძვირი აქციები ვიყიდე, სახელმწიფომ არასწორად გაყიდა, სახელმწიფოს ვაიძულე და გადავაკეთებინე კანონი, დავაბრუნებინე და 5-ჯერ ძვირად ვიყიდე აქციები, ვერ მოვიტყუებოდი, მაგრამ შეიძლება, ხალხს რასაც გინდა, იმას მოუყვები.

ჩემი ბანკი და მე ვიყავი ერთადერთი პრეცენდენტი, როდესაც რუსეთის სახელმწიფომ უარი განაცხადა თავის ვალდებულებებზე და ვალების გადახდაზე, ყველა წვრილი ბანკი დაიკეტა, ერთადერთი გიჟს მეძახდნენ მე, მე დავდექი ბოლოს, არათუ ბანკიდან არ გავიტანე, რაც ბანკს არ ეკუთვნოდა გარე ქონება რაც ჰქონდა, ისიც ბანკს მივაკუთვნე, როგორც აქციონერმა და ერთადერთი ჩემი სტრუქტურა იყო, რომელმაც შექმნა ეკონომიკური პრეცენდენტი რუსეთში, წაიკითხეთ, როგორ შევძელი მხოლოდ სუფთა მენეჯმენტით და ამის ხარჯზე საკმაოდ დიდი ქონების დაგროვება მოვახერხე რუსეთში”, – აცხადებს ივანიშვილი.

Comments
Loading...