ივანიშვილი: აბასთუმანი გახდება ელექტრომობილების რეგიონი, ამას საკუთარი ხარჯებით შევძლებ!

111

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 4 ტელეკომპანიის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“მინდა გაზაფხულზე უკვე ეს ექსპერიმენტი დავიწყო, აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი, მე საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას,რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმისთვის, ბევრს ვუყიდი, ბევრს სხვა მხრით დავეხმარები, რომ გამოცვალონ და ახლა ამას ვერ მოვყვები აქ გადაცემაში და აბასთუმანში ამას იქეთ კიდევ ბევრ რამეს ვაპირებთ და ვაკეთებთ ხელისუფლებასთან ერთად, და პირადადაც,რომ შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ გვაქვს რეგიონი უსუფთავესი. ძალიან არაორდინალურია აბასთუმანი, მსოფლიოში არ არის მსგავსი.

ამას დაემატება იქ ჩვენი მხრიდან,ოფსერვატორიაზეც ზრუნვა მიდის ცალკე, და გაისიდან მე ვაპირებ ვნახოთ როგორ გამოვა , რომ ცალკე ვაკეთებთ მანქანების სადგომს დიდს, იქედან ადგილობრივებს ცალკე დავეხმარები. მემგონი მოვახერხებთ,ბევრი ხალხი არ ცხოვრობს აბასთუმანში. 800 ოჯახია სულ. 10 წლის შემდეგ საქართველო,თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, შეიძლება პირველი ქვეყანა იყოს ,რომ ამ დოზით მოვასწროთ მანქანების შეცვლა, ეხლა ისეც უნდა ავუხსნა საზოგადოებას,რომ რა ვართ ჩვენ, ისეთს რას ვაკეთებთ, რომ ვერ ახერხებს გერმანია, ვერ ახერხებს საფრანგეთი. ვერ ახერხებს კი არა არ ახერხებენ, იგივე იაპონია, იმიტომ, რომ მათ აქვთ განვითარებული მრეწველობა მანქანათმშენებლობის.

Comments
Loading...