ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის თამბაქოზე აქციზის გაზრდა მნიშვნელოვანია

66

ფილტრიანი თამბაქოს აქციზის გადასახადის გაზრდა იგეგმება, რომელიც უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადს გაუთანაბრდება.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი პროცესია.

“ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფისკალური ეფექტი , რომელსაც აქედან ველოდებით, ამავდროულად ისიც გვესმის, რომ პარლამენტში ასევე აწუხებთ და ზრუნავენ, რომ ზოგიერთ კომპანიას, მათ შორის ადგილობრივ მწარმოებელს არ შეექმნას პრობლემა და გააგრძელოს მუშაობა.

ამ ეტაპზე, მე მიმაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია მოხდეს გაზრდა აქციზის, ეს ხდება, ერთ შემთხვევაში ფიქსირებული აქციზის გათანაბრების პირობებში, თუმცა, მეორე, ადვალურ შემთხვევაშიც გაზრდასთან გვაქვს საქმე, თუმცა იქ სხვაობა ჩნდება.

მე მგონია, ეს იყოს საშუალო ვადიანი ნაბიჯი, თუმცა გრძელ ვადაში მაინც მგონია, რომ საბოლოო ჯამში გათანაბრდება, როგორც ფიქსირებული, ისე ადვალური”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...