ივანე მაჭავარიანი: “ღია ბიუჯეტის ინდექსში” მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ

41

ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც საქართველოს უკავია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ინდექსში ლიდერის პოზიციები ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და სანდოობას.

“ძალიან საამაყოა “ღია ბიუჯეტის ინდექსი”, რომლითაც ჩვენ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ და ხუთ ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნათა რიგში შევდივართ ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორიც არის შვედეთი და დანია.

ეს ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რადგან სწორედ მათ ჰქონდათ ყველაზე ხშირად პრობლემა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით. აღნიშნულ ინდექსში ლიდერის პოზიციები ხელს შეუწყობს მეტ სანდოობას, გამჭვირვალობას და ბიზნესისთვის გააადვილებს გზას ფინანსებთან”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...