ივანე მაჭავარიანი: მონეტარული პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად კოორდინირებული იქნება

40

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “ფორბს კვირასთან” განაცხადა.

“პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად იქნება კოორდინირებული. მე არ გავუსწრებ დროს და არ ჩავერევი სამომავლოდ იმის პროგნოზს ვერ გავაკეთებ თუ ეროვნული ბანკი როგორც მოიქცევა. თუმცა, ფაქტია რომ მსოფლიო ტენდენცია იქნება შემსუბუქებისკენ. რაც ნიშნავს რომ ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე დაანონსეს სტიმულირების ის პაკეტები, რომლებიც განისაზღვრება 2-4 მილიარდი ტრილიონებით. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში მონეტარული შემსუბუქებისკენ წავლენ.

ეს გამოხატება სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ზოგი უფრო აგრესიულად წავა, ზოგო პოლიტიკის განაკვეთით მართვას ამ პროცესს. აშშ-ი უფრო აგრესიული გზით წავა. პირდაპირ აკეთებს მათი სარეზერვო ბანკი ჩარევას, ინტერვენციას. ინტერვენციებს არა იმ კუთხით რაც ჩვენ ვიცით, არამედ სხვა კუთხით, პირდაპირი ინექციით. პირველად, მე მგონი თუ არ მეშლება რეალურ სექტორზე აკეთებს ფედი (ფედერალური სარეზერვო სისტემა) ფოკუსირებას.

აცხადებს მზადყოფნას რომ ინექციები მოახდინოს. შესაბამისად, ეს ტენდეცია იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში მსოფლიოში და მგონია რომ ჩვენც დაახლოებით მაგ ტრენდში ჩავჯდებით და არა მგონია რომ მაგის საწინააღმდეგოდ იმოძრაოს ჩვენმა მონეტარულმა პოლიტიკამ.” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...