ივანე მაჭავარიანი: ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები

40
ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას.
 
მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსით, მარტივდება სასაზღვრო ფორმალობები. გადამზიდავ კომპანიას საშუალება ეძლევა წინასწარ განახორციელოს ზოგადი დეკლარირება, საქონლის შემოტანისას 200, ხოლო გატანისას 150 დღით ადრე, რაც გამოიწვევს საზღვარზე აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის საჭირო დროის დაზოგვას.
 
გარდა ამისა, სიახლეა, რომ ახალი საბაჟო კოდექსით, საქართველოში დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა.
 
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ნდობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას, რაც ასევე, გულისხმობს ქართული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში.
Comments
Loading...