იგორ სეჩინმა “როსნეფტი” უცხოელ ინვესტორებს მიყიდა

591

იგორ სეჩინმა, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, “როსნეფტი” უცხოელ ინვესტორებს მიყიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია იგორ სეჩინმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიაწოდა, – წერს რუსული “Vedomosti”.

“კონოსრციუმის მონაწილეებს თანაბარი, 50%-იანი წილები აქვთ”, – აცხადებს სეჩინი.

“გარიგების ღირებულება 10,5 მილიარდ ევროს შეადგენს”, – აცხადებს პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.

რუსეთის ხელისუფლების დირექტივამ “როსნეფტგაზს” “როსნეფტის” პაკეტის გაყიდვა დაავლდებულა მინიმუმ 710,8 მილიარდ რუბლად.
“გაყიდვის ფასი, ჩვენი მოსაზრებით, მაქსიმალურად შესაფერისია”, – აღნიშნავს “როსნეფტის” ხელმძღვანელი.

“ჩვენი გათვლებით, მიუხედავად გაყიდვისა, პაკეტის ღირებულება, რომელიც ხელისუფლებას ეკუთვნის, დაახლოებით 80 მილიარდი რუბლით გაიზრდება”, – განაცხადა სეჩინმა.

“გარიგებას აგრეთვე დამატებითი ელემენტებიც გააჩნია: Glencore-თან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება, ბაზარზე პოზიციის გამყარება, როგორც რუსეთის, ასევე მის ფარგლებს გარეთაც”, – აცხადებს სეჩინი.

რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა “როსნეფტის” დივიდენდური პოლიტიკა, რომელიც მოგებიდან 35%-ის გადახდას ითვალისწინებს.

წინა დივიდენდური პოლიტიკა კი მოგების 25%-ის გადახდას ითვალისწინებდა. მოზიდული ინვესტორების ეფექტიანობა და აგრეთვე “როსნეფტის” გადასვლა დივიდენდების გადახდის ახალ სტანდარტებზე, კომპანიის კაპიტალიზაციის მაღალ დონეზე გადასვლას უზრუნველყოფს.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მმართველობაში ახალი ინვესტორების გამოჩენა, კომპანიის კორპორატიულ პროცედურებს გააუმჯობესებს”, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის მთავრობის დირექტივამ “როსნეფტგაზს”, 5 დეკემბრამდე დაავალდებულა აქციების გაყიდვა. მყიდველებთან ფულადი ანგარიშსწორება არაუგვიანეს 15 დეკემბერს უნდა დასრულდეს, ხოლო “როსნეფტგაზის” ბიუჯეტში ფული 31 დეკემბრამდე უნდა გადაირიცხოს. გაყიდვა ორი დღით შეყოვნდა. ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტთან ვადების გადაწევის შესახებ იყო საუბარი, თუმცა მან ვადების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

როგორც “Vedomosti” იუწყება, დაახლოებით ერთი კვირის წინ, რუსეთის პრეზიდენტის დამხმარემ ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ “როსნეფტში” საქმის დაჩქარების თხოვნით წერილი გააგზავნა. თუმცა, ამის შემდეგ არც კომპანია და არც ოფიციალური პირები, გარიგების შესახებ არ საუბრობდნენ. ანდრეი ბელოუსოვი მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ სრულიად კმაყოფილი იყო “როსნეფტისგან” მიღებული პასუხით, ხოლო პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ ბიუჯეტში თანხა 15 დეკემბრამდე შევიდოდა.

Comments
Loading...