ია ბაგრატიონ-მუხრანელი: ბავშვებს უნდა შევაყვაროთ ჩვენი ანბანი

507

როგორ დაარსდა ნიკო ბაგრატიონის სკოლა-ლიცეუმი  და რა მთავარ პრინციპებს ემსახურება სკოლა, ამაზე ლიცეუმის დამფუძნებელი, ია ბაგრატიონ მუხრანელი საუბრობს და სკოლის  დაარსების ისტორიას იხსენებს.

"2001 წელს  უწმინდესმა და უნეტარესმა ჩვენი სკოლა აკურთხა, ეს დიდი პატივია ჩვენთვის. მომავალ წელს 20 წლის იუბილეს ავღნიშნავთ. ამ დროის განმვალობაში არაერთმა წარმატებუმა მოსწავლემ დაამთავდა ჩვენი სკოლა, გავაკეთეთ არაერთი წარმატებული რეფორმა. ჩვენი სკოლის კარი ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის. ლიცეუმი ნიკო ბაგრატიონის სახლეობისაა, თუმცა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობამ არც კი იცის ვინაა თავადი ნიკო ბაგრატიონი. სამხრეთ აფრიკაში კი ის გმირადაა შერაცხული.  ჩვენი დღევანდელობის სამწუხარო რეალობააა, რომ ბავშვებს არ აქვთ ზოგადი განათლება. განათლება, ყოველთვის დაკავშირებული უნდა იყოს ეროვნულ იდეასთან, ის უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ პოსტულატებს. ამის შემდეგ რა თქმა უნდა მისასალმებელია საზღვარგარეთ განათლების მიღება. ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია, რათა შევინარჩუნოთ ეროვნულობა, ტრადიცია, სახე. ჩვენ ვართ ევროპელები და ვიყავით 2000 წლის წინაც.

სკოლის კონცეფციას რაც შეეხება, მიზანია გავუღრმავოთ მათ ცოდნა და აზროვნების დიაპაზონი. მივცეთ მეტი გასაქანი. ნებისმიერი საგნის შემთხვევაში, სწავლა არის სიღრმისეული, მაგალითისთვის ავიღოთ სულხან-საბა ორბელიანი. როდესაც მის იგავებს ვასწავლით ბავშვებს, მხოლოდ სახელმძღვანელოზე ვერ ვიქნებით დამოკიდებულნი. უამრავი კლასგარეშე ლიტერატურაა, რაც ამ დროს ბავშვს უნდა მივაწოდოთ, უნდა იცოდეს ვინ იყო სულხან-საბა, უნდა იცოდეს სიღრმისეულად და არა ზეპირად. იგივე მეთოდს ვიყებეთ სხვა საგნებშიც, იქნება ეს ინგლისური, ხელოვნება თუ სხვა. ჩვენი ლიტერატურა არის კაზმული მეცნიერება, გვაქვს უნიკალური ანბანი.  უნდა ვეცადოთ შევაყვაროთ ის ბავშვებს.  

სავალდებულო პროგრამის გარდა, ჩვენი ბავშვები შეისწავლიან ხელოვნების ისტორიას, ქართულ ცეკვებს, ხრიდოლს, აქვთ ცურვის გაკვეთილები, ჭადრაკს და უნარჩვევებს კი  საგნის სახით სწავლობენ, ეს აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. ვთანამშრომლობთ საზღვარგარეთის რამდენომე სკოლასთან, სადაც ჩვენი მოწაფეები მიდიან სემინარებზე", – განაცხადა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა.

მისივე თქმით, სკოლის ბაზაზე არსებობს გამომცემლობა, რომელიც ყოველწლიურად გამოსცემს წარმატებული მოსწავლეებისა თუ სხვა ბავშვების ნამუშევრებს. ნაშრომები იწერება სხვადასხვა თემაზე. კონკურსში მონაწილეობას იღებენ ასევე ახალგაზრდები რეგიონებიდან.

Comments
Loading...