იაშვილის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში მოწვეული ქირურგი და ნევროლოგები კონსულტაციებს ჩაატარებენ

338

28 ივლისს  11:00 -16:00 სთ-მდე მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული  ნეფროლოგები – დავით კვირკველია, გურამ ჩიტაია და ბავშვთა ქირურგი ზვიად ბულისკერია  კონსულტაციებს ჩაატარებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციები, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევექსი ავრცელებს.

მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალური ჰოსპიტალში სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05.

Comments
Loading...