იაპონიის პრემიერი ვლადიმერ პუტინთან სამომავლო შეხვედრებს აანონსებს

52

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ 2019 წელს, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მთელ რიგ ორმხრივი შეხვედრების გამართვას აპირებს.

"ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციების ფარგლებში შევხვდებით ერთმანეთს. შევხვდებით ოსაკაში, შემდეგ ტოკიოში, სადაც წლებს დავხურავთ, ამის თაობაზე ახლახანს მოვილაპარაკეთ", – განაცხადა აბემ პუტინთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

აქამდე, რუსეთის ლიდერის დამხმარემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინის შესაძლო ვიზიტი იაპონიაში 2019 წლისთვის განიხილება.

G20-ის სამიტი 2019 წელს, ოსაკაში გაიმართება. აბე კი რუსეთში აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმყოფება, რომელიც ვლადივოსტკოში იმართება.

Comments
Loading...