იაპონიაში, ღვინის და გასტრონომიის ფესტივალზე ქართული ღვინის “უზადოს” გამოფენა მოეწყო

777

ქართული ღვინო "უზადო" ტოკიოში, იაპონიაში ღვინის და გასტრონომიის საერთაშორისო ფესტივალზე გამოიფინა. მარდი ჰოლდინგმა რვა სახეობის ღვინო წარმოადგინა სტუმრებისთვის დასაგემოვნებლად. დიდი მოწონება გამოიწვია ქვევრის ღვინოებმა "ცოლიკაურმა" და "ჩხავერმა".

ყოველწლიურად ტოკიოს დიდ საგამოფენო სივრცეში ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის, ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები. ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ტოკიოში ალკოჰოლური სასმელის 76 000-მდე იმპორტიორი ჩადის საუკეთესო პროდუქციის შესარჩევად. 

მარდი ჰოლდინგი სამომავლოდ იაპონიაში გეგმავს აჭარაში დამზადებული ღვინისა და სიგარის ექსპორტს.

Comments
Loading...