იაპონიაში საპენსიო ასაკი შესაძლოა 70-მდე გაზარდონ

33

იაპონიაში საპენსიო ასაკი შესაძლოა 70-მდე გაიზარდოს. ამ ეტაპზე ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65-ია. შესაბამისი პროექტი სახელისუფლებო კომისიას ეკუთვნის.

პროექტს 26 ნოემბერს განიხილავენ. ამის შემდეგ კი, დოკუმენტი ეკონომიკურ-საკონსულტაციო საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რაც 2019 წლის ზაფხულამდე უნდა მოხდეს. თავად ეს რეფორმა სინძო აბეს ხელისუფლების მიერ არის შემუშავებული და მისი რეალიზაცია სამი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ახალი რეფორმის შესახებ ცნობილი 2018 წლის სექტემბერში გახდა, ხოლო დისკუსია უკვე 2016 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს. ხელისუფლების მოსაზრების თანახმად, პენსიონრები, საპენსიო ასაკის გაზრდის შემთხვევაში იმაზე მეტს მიიღებენ, ვიდრე ახლა იღებენ.

საპენსიო ასაკის გაზრდის მიზეზად მოსახლეობის დაბერება და ქვეყანაში მიშა ხელის საჭიროება სახელდება.

Comments
Loading...