იაპონიამ ირანიდან ნავთობის იმპორტ განაახლა. ამის შესახებ ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აბდოლნასერ ხემატი იტყობინება.
მისი თქმით, ტოკიომ ნავთობის იმპორტი ჩინეთის, სამხრეთ კორეის, ინდოეთისა და თურქეთის შემდეგ დაიწყო.
აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციები ძალაში გასული წლის ნოემბერში შევიდა ძალაში. სანქციების სიაში 700-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი აღმოჩნდა. სანქციები ორიენტირებულია ისეთ სექტორებზე, როგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ფინანსური სექტორი. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაციამ, იმპორტზე დროებითი ნებართვა მისცა რვა ქვეყანას, მათ შორის ჩინეთსა და იაპონიას.