იან კელი: NATO-ს ნამდვილად სჭირდება საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი

10

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, “საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა” და “ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი”.

“NATO-ს ნამდვილად სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებულია ორივეს წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარი უნდა უჭერდეს მხარს მათ, ვინც ამის მიღწევას ცდილობს”, – წერს იან კელი ტვიტერზე.

Comments
Loading...