იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.1%-ით გაიზარდა

309

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1940.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5627.2 მლნ. აშშ დოლარი (7.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 3686.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.7 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...