იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 27.6%-ით გაიზარდა

193

2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 820.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 27.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 209.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (31.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 610.7 მლნ. აშშ დოლარი (26.4 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29.0 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28.3 პროცენტი და იმპორტში 29.3 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 28.1, 27.7 და 28.2 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო  დეფიციტის 29.9 პროცენტი (2017 წლის იანვარ-მარტში 28.5 პროცენტი).

Comments
Loading...