იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.3%-ით გაიზარდა

168

2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 823.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 740.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ. აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში 1 343.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 554.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

Comments
Loading...